Accessibility links

გაერო: სირიაში მოკლულია 3000-ზე მეტი ადამიანი


გაეროს ინფორმაციით, სირიაში 3000-ს გადააჭარბა მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს ზომებს, რათა სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში არ გადაიზარდოს დაპირისპირება სირიაში. როგორც იუწყებიან, ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი სამხედრო პირი ტოვებს სირიის არმიას. ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, ხუთშაბათიდან მოყოლებული, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში მთავრობის უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს - სავარაუდოდ, დეზერტირებს - შორის. სირიის მთავრობა ადასტურებს ცნობას ქალაქებში ჰომსსა და იდლიბში შეტაკებების შესახებ. მისი ინფორმაციით, დაიღუპა უშიშროების ძალების ათი თანამშრომელი, ისევე როგორც „შეიარაღებული პირები“, რომელთა რაოდენობასაც ეს წყარო არ აკონკრეტებს.
XS
SM
MD
LG