Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გაფიცვები გრძელდება


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, ევანგელოს ვენიზელოსი გამოდის ერთსულოვნებისაკენ მოწოდებით ვითარებაში, როცა მთავრობა ცდილობს პირობების შესრულებას უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მისაღებად. ამ დახმარებას უკავშირდება იმედი, რომ საბერძნეთი თავიდან აიცილებს დეფოლტს. ამასობაში საბერძნეთში გრძელდება გაფიცვები ბიუჯეტის დასაზოგი მკაცრი ზომების წინააღმდეგ, რის გამოც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას მოუწოდა პროფკავშირებს, რომ „ცეცხლს ნუ ეთამაშებიან“. საბერძნეთში დღესაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ამ სფეროში დასაქმებულები ზედიზედ მეორე დღეა, უარს ამბობენ მუშაობაზე. მომავალი კვირისათვის დაგეგმილი აქციები, სავარაუდოდ, პიკს მიაღწევს 19-20 სექტემბრის გენერალური გაფიცვით.
XS
SM
MD
LG