Accessibility links

logo-print

რუსეთი გადადგომისაკენ მოუწოდებს დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერს


რუსეთის პრეზიდენტი დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერს, იგორ სმირნოვს მოუწოდებს, აღარ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ 70 წლის სმირნოვის მხრიდან შეცდომა იქნებოდა თავისი კანდიდატურის მეხუთე ვადით წამოყენება სეპერატისტულ რეგიონში 11 დეკემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე. ნარიშკინმა პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატიც დაასახელა - დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი კამინსკი.
XS
SM
MD
LG