Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი დაესწრება კონფერენციებს ავღანეთის შესახებ


უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი თანახმაა მონაწილეობაზე ავღანეთის შესახებ ორ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლებიც წელს, ნოემბერში და დეკემბერში გაიმართება. ქარიმოვი 11 ოქტომბერს შეხვდა ავღანეთის საკითხებში შეერთებული შტატებისა და გერმანიის საგანგებო წარმომადგენლებს, მარკ გროსმენსა და მაიკლ შტაინერს. გროსმენის განმარტებით, კონფერენციებზე, რომლებსაც სტამბული და რომი უმასპინძლებენ, იმსჯელებენ ავღანეთზე 2014 წლის შემდეგ, როცა ქვეყნის ტერიტორია დატოვებული ექნებათ ამერიკელ და სხვა უცხოელ ჯარისკაცებს.
XS
SM
MD
LG