Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში სასამართლოებმა გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი


ტაჯიკეთში ამნისტიით გაათავისუფლეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს რეპორტიორი, ურუნბოი უსმონოვი მას შემდეგ, რაც მიუსაჯეს სამი წლით პატიმრობა ბრალდების გამო, რომ ხელისუფლებას არ შეატყობინა აკრძალულ ისლამისტურ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ ტაჰრირთან“ კონტაქტის შესახებ. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ის ირწმუნება, რომ აწამებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. 59 წლის ჟურნალისტი და ბი-ბი-სი აცხადებენ, რომ „ჰიზბ უტ ტაჰრირთან“ კონტაქტი ჟურნალისტურ საქმიანობას ემსახურებოდა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ტაჯიკ ჟურნალისტ მაჰმადიუსუფ ისმოილოვს სამი წლით აუკრძალეს ჟურნალისტად მუშაობა და დააკისრეს 7000-მდე დოლარის ჯარიმის გადახდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ კრიტიკული სტატიებით მათთვის მორალური ზარალის მიყენების გამო.
XS
SM
MD
LG