Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში პოლიციამ ისლამისტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


ტუნისიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის ათასობით ისლამისტი მონაწილის წინააღმდეგ. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დემონსტრანტებმა, რომლებიც ტუნისში ისლამისტური კანონების ამოქმედებას მოითხოვდნენ, პოლიციას ქვების სროლით უპასუხეს. ამავე სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტების ნაწილმა პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადა. კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის ოფისის წინ. ამ ტელეკომპანიამ ისლამისტთა აღშფოთება ღმერთის იერსახის შემცველი ანიმაციური ფილმის გაშვებით გამოიწვია. ისლამისტებმა ეს მკრეხელობად აღიქვეს. 23 ოქტომბერს ტუნისში საკონსტიტუციო ასამბლეა უნდა აირჩიონ. ეს პირველი კენჭისყრა იქნება მას შემდეგ, რაც იანვარში ამბოხებას ვეტერანი პრეზიდენტის, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG