Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ლიამ ფოქსი დღეს თანამდებობიდან გადადგა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც თავდაცვის სფეროში ინტერესების მქონე ბიზნესმენთან მის მეგობრობას უკავშირდება. როგორც იუწყებიან, ამ პირს თავი ფოქსის მრჩევლად მოჰქონდა - მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური როლი არ ჰქონდა მიჩნეული. პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონისთვის გადადგომის შესახებ მიწერილ წერილში კონსერვატორი პარლამენტარი ამბობს, „ჩემი შეცდომაში შესვლით ჩემს პირად ინტერესებსა და სამთავრობო ნაბიჯებს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახდაო“. ფოქსს ტრანსპორტის მინისტრი, ფილიპ ჰემონდი შეცვლის.
XS
SM
MD
LG