Accessibility links

ირანელი რეჟისორისთვის გამოტანილი განაჩენი სასამართლომ დაამტკიცა


თეირანის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ირანელი კინორეჟისორის, ჯაფარ ფანაჰისთვის გამოტანილი განაჩენი, ექვსი წლით პატიმრობა, 20 წლით ფილმების გადაღების აკრძალვა და უცხოეთში წასვლის ნებართვის ჩამორთმევა. როგორც ფანაჰის ოჯახის წევრები იუწყებიან, ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ სისრულეში არ მოუყვანიათ. ფანაჰი, რომელიც არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, შარშან გაასამართლეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის. ირანის მთავრობა თვლის, რომ ფანაჰის მიერ გადაღებული ფილმი მასობრივი პროტესტის შესახებ, რომელიც 2009 წლის არჩევნებს მოჰყვა, რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG