Accessibility links

შეხვედრას, „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთი“, ფინეთი უმასპინძლებს


ფინეთმა თანხმობა განაცხადა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც იმსჯელებენ „ბირთული და მასობრივი იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის“ გარშემო. გაეროს, აშშ-ის, ბრიტანეთის და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა გაიმართება 2012 წელს, მისი მასპინძელი და ორგანიზატორი იქნება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, იააკო ლააიავა. გავრცელებული ცნობებით, კონფერენცია ესწრაფვის, ერთმანეთს შეახვედროს ირანი, რომელსაც ბირთვული პროგრამა აქვს და მისი მოწინააღმდეგე ისრაელი, ერთადერთი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც, როგორც ცნობილია, ფლობს ბირთვულ იარაღს. აშშ-ის და ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელებმა ადრე განაცხადეს, რომ ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად ახლო აღმოსავლეთის გამოცხადება რეალობა მაშინ გახდება, როცა ფართო მშვიდობა დამყარდება ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის, და სანამ ირანი არ შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას. ამ, მომავალი კონფრენეციისკენ მოწოდება 2010 წელს გამოთქვეს ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების წევრმა ქვეყნებმა.
XS
SM
MD
LG