Accessibility links

logo-print

იემენის დედაქალაქში ექვსი დემონსტრანტი დახოცეს


იემენის დედაქალაქში, სანაში, დღეს მთავრობის ძალებმა ცეცხლი გაუხნეს დემონსტრაციის მონაწილეებს, ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი. დღევანდელი გამოსვლის მონაწილეები პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომას მოითხოვდნენ. სროლა და აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილიდან, სადაც შეტაკება მოხდა რესპუბლიკური გვარდიის მებრძოლებს და ადგილობრივი ტომის წარმომადგენლებს შორის. ანტისამთავრობო გამოსვლები იემენში თებერვლიდან გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების დროს სულ, ათას ხუთასი ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG