Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქვეყნებში „დაიკავე ოულ სტრიტის“ მიმდევართა აქციები იმართება


დღეს მსოფლიოს ქვეყნებში მოეწყო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები კორპორაციების სიხარბის, ასევე სოციალური და საფინანსო უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი მხარს უჭერენ აშშ-ში 17 სექტემბერს დაწყებულ აქციას, „დაიკავე უოლ სტრიტი“. დემონსტრაციები გაიმართა აზიის, აფრიკის, ევროპის, ისევე როგორც ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებში. მაინის ფრანკფურტში, გერმანიის საფინანსო ცენტრში, ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, მათ საპროტესტო აქცია მოაწყვეს ევროპის ცენტრალური ბანკის შენობასთან. ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომში, სადაც შეტაკება მოხდა პოლიციასთან. რომში დემონსტრანტების მცირე ნაწილმა ცეცხლი წაუკიდა ავტომანქანებს, ჩაამსხვრია მაღაზიების და ბანკების მინები. დაშავდა 70 პირი. ათეულ ათასობით ადმიანი მონაწილეობდა გამოსვლაში მადრიდში. ლონდონში დემონსტრანტთა რიცხვი მცირე იყო, პოლიციამ სულ მცირე ხუთი პირი დააკავა. ბრიუსელში, პოლიციის თანახმად, ექვსი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და მეორე ქალაქ თესალონიკში საფინანსო უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათასობით განსაზღვრეს. ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მცირერიცხოვანი აქცია, რომლის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს პრაღის კრემლისკენ და შემდეგ აქცია ჰქონდათ მისი მიმდებარე არეალში. „დაიკავე უოლ სტრიტით“ შთაგონებულმა ადამიანებმა საპროტესტო გამოსვლები დღეისთვის დაგეგმეს მსოფლიოს 82 ქვეყნის 950 ქალაქში.
XS
SM
MD
LG