Accessibility links

logo-print

პარიზში მეორე დღეა საფინანსო ლიდერების შეხვედრა იმართება


ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლოს 20 უდიდესი ქვეყნის საფინანსო ლიდერები პარიზში არიან შეკრებილი. ისინი ესწრაფვიან, ბანკებს ჰქონდეთ საკმარისი კაპიტალი და ხელი მიუწვდებოდეთ ფონდებზე. შეხვედრის მონაწილეებმა შაბათის შეხვედრის ბოლოს განაცხადეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს საკმარისი რესურსები ექნება, რათა მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზება უზნურველჰყოს.
ოცეულის ლიდერები 23 ოქტომბერს გადადგამენ დამატებით ნაბიჯებს ევროპის საერთო ვალუტის, ევროს წონის საკრედიტო ფონდის გასაძლიერებლად. ამ ფონდის შექმნის მიზანია საფინანსო გაჭირვებაში მყოფი ქვეყნებისთვის დახმარების სახით კრედიტის მიცემა. პარიზის შეხვედრების ფონია შეშფოთება, რომ თუ ევროს კრიზისი გაგრძელდა, ის გლობალურ ეკონომიკაში არეულობას მოიტანს.
XS
SM
MD
LG