Accessibility links

ავღანეთში ოთხი მეამბოხე დახოცეს აშშ-ის ბაზაზე თავდასხმისას


ავღანეთის აღმოსავლეთში, ფანჯშირის პროვინციაში, ოთხი მეამბოხე დახოცეს აშშ-ის ბაზაზე თავდასხმისას. პროვინციის გუბერნატორის მოადგილის, აბდულ რაჰმან ქაბირის თქმით, იერიშის მონაწილეებმა დახოცეს ორი სამოქალაქო პირი და დაჭრეს ორი გუშაგი, როცა სამხედრო ბაზის კარიბჭესთან აფეთქება მოაწყვეს. მისივე თქმით, მათ ბაზაზე ვერ შეაღწიეს. ნატოს თანახმად, თავდასხმას ამერიკელ სამხედროთა შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალი, ამავე ცნობით არაარსებითია.
XS
SM
MD
LG