Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დედაქალაქში სამი ადამიანი დაიხოცა


ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს თანახმად, ტრიპოლიში, მუამარ კადაფის მომხრეთა და საბჭოს მეომართა შორის შეტაკების დროს სამი პირი დაიხოცა. ცნობით, კადაფის ორი მომხრე და საბჭოს ერთი მებრძოლი დაიხოცნენ. პარასკევის ამ შეტაკებაში მონაწილეობდა მხოლოდ რამდენიმე ათეული მეომარი. იუწყებიან, რომ ეს იყო პირველი ნიშანი ტრიპოლის დაკავების შემდეგ, რომ გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებული წინააღმდეგობა. საბჭოს არმია ცდილობს დაასრულოს კადაფის მშობლიური ქალაქის, სურთის საბოლოო დაკავება. მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
XS
SM
MD
LG