Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიური ლიდერი აშშ-ის ბრალდებას უაზრობას უწოდებს


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის ბრალდება, რომ ორი ირანელი თავდასხმას გეგმავდა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩზე, უაზრობაა. ხამენეიმ მიმართა ხალხს ირანის დასავლეთის, ქერმანშას პროვინციაში სიტყვებით, რომ ბრალდების მიაზნია, წარმოადგინოს ირანი, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი, მაგრამ, მცდელობა, მისი თქმით, მიზანს ვერ აღწევს. ვაშინგტონმა ამავე დროს, როგორც სიყალბე, უარყო ირანის მტკიცება, თითქოს არ შემდგარა პირდაპირი კონტაქტი ამ თემაზე აშშ-სა და ირანს შორის.
XS
SM
MD
LG