Accessibility links

logo-print

კანადის მთავრობა: უკრაინასთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება ტიმოშენკოს გამო


კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინასთან ამ ქვეყნის ურთიერთობაში სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინის ყოფილი პრემირ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სამართლებრივ დევნას. თავის გამოსვლაში კანადელი უკრაინელების კონგრესის წინაშე, ჰარპერმა თქვა, რომ მისი მთავრობა ძალიანაა შეშფოთებული იმ გზის გამო, რომელიც, ჩანს, აირჩია უკრაინის მთავრობამ. კანადის პრემიერის თქმით, მან თავის შეშფოთების გარშემო წერილი მისწერა უკრანის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. ორმა ქვეყანამ ორი წლის დაიწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის გარშემო, რაც უკრაინაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული. უკრაინის ყოფილ პრემიერს, იულია ტომშონეკოს, ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციად წოდებული მოვლენის ერთ-ერთ ლიდერს, სამშაბათს შვიდი წლით ციხე მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. იმავე სამშაბათს სახელმწიფო უშიშროების უწყებამ ახალი საქმე აღძრა მის წინააღმდეგ. ტიმოშენკოს მომხრები, ასევე დასავლეთი, ამ საქმეებს ტიმოშენკოს პოლიტიკური მტრების შურისძიებად აფასებენ.
XS
SM
MD
LG