Accessibility links

logo-print

ისრაელის პრეზიდენტი პალესტინელი პატიმრების პატიების პროცესს იწყებს


ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაიწყო იმ ასეულობით პალესტინელი პატიმრის პატიების ოფიციალური პროცესი, რომლებიც პალესტინელთა ცხელში მყოფ ისრაელ ჯარისკაცში უნდა გაიცვალოს. პრეზდენტის წარმომადგენლის თქმით, პერესმა მიიღო პატიმართა საქმეები და 48 საათი აქვს პატიებაზე ხელის მოსაწერად. გარიგების თანახმად, 1027 პალესტინელს გაათავისუფლებს ისრაელი თავისი ჯარისკაცის, გილათ შალიტის გადაცემის საპასუხოდ. შალიტი ჰამასის მხარდაჭერით მოქმედი მეომრების მიერ იქნა დაკავებული 2006 წელს, როცა მათ რეიდი მოაწყვეს ისრაელის ტერიტორიაზე. გაცვლა სამშაბათს მოხდება.
XS
SM
MD
LG