Accessibility links

logo-print

ლონდონში მეორე დღეა გრძელდება მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ საპროტესტო აქცია


ლონდონში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ ფარგლებში. 250-მდე ადამიანმა კარვები გაშალა წმიდა პავლეს ტაძრის წინ, ქალაქის ცენტრში. ათობით პოლიციელია განლაგებული დემონსტრანტების გარშემო, რომლებმაც ღამე ტაძრის წინ მდებარე მოედანზე გაატარეს. გუშინ, 15 ოქტომბერს, მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ მონაწილეთა და მომხრეთა სოლიდარობის დღეს, საპროტესტო აქციები გაიმართა მსოფლიოს 82 ქვეყანაში. „დაიკავე უოლ სტრიტი“ ერთი თვის წინ წარმოიშვა ნიუ იორკში. ის პროტესტს აცხადებს ფინანსური კრიზისის, მსხვილი კორპორაციებისა და ბანკების პოლიტიკის წინააღმდეგ და უბრალო ადამიანების სასარგებლო გლობალური ცვლილებების მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG