Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში არმიის შენაერთები შეიყვანეს საკურორტო ქალაქ ზაბადანიში


სირიაში არმიის მრავალათასიანი შენაერთები შეიყვანეს ლიბანის საზღვართან მდებარე საკურორტო ქალაქ ზაბადანიში. გუშინ ამ რაიონში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ოპოზიციის მხარეს გადასულ სამხედროებსა და რეგულარულ არმიას შორის. უკანასკნელ ხანებში სამხედროები, რომლებსაც მასობრივი საპროტესტო აქციების ჩასახშობად აგზავნიან, სულ უფრო ხშირად გადადიან დემონსტრანტების მხარეს. გაეროს შეფასებით, მასობრივი გამოსვლებისას, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას ითხოვენ, სირიაში სულ ცოტა სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. დღეს კაიროში მიმდინარეობს არაბული ლიგის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც განიხილება ამ ორგანიზაციაში სირიისთვის წევრობის შეჩერების საკითხი ასადის ოპოზიციის სისხლიანი რეპრესიის გამო. ლიგის მრავალმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, პროტესტის ნიშნად უკვე გაიხმო დამასკიდან თავიანთი ელჩები.
XS
SM
MD
LG