Accessibility links

logo-print

ტრიშე: ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ იცავდა საკავშირო შეთანხმების პირობებს


ევროპის კავშირის შეთანხმებები იმ სახით უნდა შეიცვალოს, რომ კავშირის წევრ ცალკეულ სახელმწიფოს არ შეეძლოს მთელი გაერთიანების დესტაბილიზაცია. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ ტრიშე. საფრანგეთის რადიოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ევროპა ვერ გაუმკლავდა გლობალურ ფინანსურ კრიზისს, ვინაიდან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ იცავდა საკავშირო შეთანხმების პირობებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ევროპის საფინანსო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მაგრამ განაცხადა, რომ ევრო კვლავაც რჩება „არაჩვეულებრივად მყარ“ ვალუტად.
XS
SM
MD
LG