Accessibility links

logo-print

პაკისტანში ექვსი სავარაუდო მეამბოხე იქნა მოკლული აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ


ექვსი სავარაუდო მეამბოხე იქნა მოკლული შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ პაკისტანში განხორციელებული უკანაკნელი იერიშის შედეგად. როგორც იტყობინებიან, შაბათს განხორციელებული დარტყმის სამიზნე იყო ანგორ ადა სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ცნობით, რომელიც თვალყურს ადევნებს ამგვარ იერიშებს, ეს იყო შეერთებული შტატების მე-300 იერიში, რომელიც პაკისტანში განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატიდან. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, წელს 50-ზე მეტი ასეთი იერიში განხორციელდა, მათი უმრავლესობა სამხრეთ ვაზირისტანში, სადაც დაჯგუფება „ჰაყანი“ მოქმედებს.
XS
SM
MD
LG