Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი "უფრო დიდი" მთავრობის მოწოდებით გამოდის


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, რადიკალურად შეიცვალოს რუსეთის მმართველობის სისტემა და წინადადება წამოაყენა, მისი სიტყვებით, „უფრო დიდი“ მთავრობა შეიქმნას საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი, რომელიც 2012 წლის მარტისთვის არის დანიშნული. შაბათს თავის მომხრეებთან შეხვედრაზე მედვედევმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“, საარჩევნო პერიოდი უნდა გამოიყენოს საიმისოდ, რომ ითანამშრომლოს რეგიონალურ ხელისუფლებებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და განიხილოს მართვის სისტემის ცვლილებები.
XS
SM
MD
LG