Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში დაიწყო მუამარ კადაფის რეზიდენციის აღება


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში კვირას დაიწყო ჩამოგდებული დიქტატორის, მუამარ კადაფის რეზიდენციის აღება. ამ სამუშაოებში მონაწილე სამხედროთა ბრიგადის ხელმძღვანელის თქმით, ბაბ ალ-აზიზის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. კადაფის რეზიდენცია ნატოს ავიაციის ერთ-ერთი სამიზნე იყო ლიბიის დედაქალაქის დაბომბვებისას. კადაფის მომხრეთა ხელში ჯერ კიდევ რჩება სირტეს ზოგიერთი რაიონი და ქალაქი ბანი ვალიდი.
XS
SM
MD
LG