Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თავის დაკავებულ მოქალაქესთან კომუნიკაციას მოითხოვს


ირანი მოითხოვს კომუნიკაციას დაკავებულ პირთან, რომელიც შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის დაგეგმვისთვის დააპატიმრეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის წარმომადგენელს, რომელიც ირანში აშშ-ის ინტერესებს ატარებს, მოსთხოვა მანსორ არბაბსიარისთვის საკონსულო სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრის უზრუნველყოფა. არბაბსიარი, რომელიც ირანისა და ამერიკის მოქალაქეა, სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ედება აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის დაგეგმვა. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი ”დასავლეთის არამართებულ ნაბიჯზე” მძლავრი საპასუხო მოქმედებით დაიმუქრა. ჰამენეიმ ვაშინგტონი ”დაიკავე უოლ სტრიტი”-ს საპროტესტო აქციების გადაფარვის მიზნით მკვლელობის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის შეთითხნაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG