Accessibility links

logo-print

არაბთა ლიგა ხელს შეუწყობს სირიაში პოლიტიკური დიალოგის დაწყებას


არაბთა ლიგა გეგმავს ხელი შეუწყოს პოლიტიკური დიალოგის დაწყებას სირიის მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის და ამ გზით დაასრულოს ძალადობა ქვეყანაში. ამის შესახებ განცხადება კაიროში არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. არაბთა ლიგა შეთანხმდა, რომ დიალოგის ხელშეწყობისთვის კომიტეტს შექმნის. მანამდე არაბთა ლიგის ლიდერმა უარყო გავრცელებული ცნობა ამ რეგიონული ერთობიდან სირიის გარიცხვის შესახებ.
XS
SM
MD
LG