Accessibility links

logo-print

იემენში მოხდა შეტაკება პრეზიდენტის ჯარებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის


იემენის დედაქალაქ სანიდან იუწყებიან შეტაკების შესახებ, რომელიც წუხელ მოხდა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულ ჯარებსა და მის შეიარაღებულ მოწინააღმდეგეებს შორის. ზოგი წყაროს ცნობით, დაიღუპა რვა და დაიჭრა 27 ადამიანი. მმართველი რეჟიმის ჯარები ხშირად უპირისპირდებიან მოწინააღმდეგე თემების წევრებსა და ოპოზიციის მხარეს გადასულ ჯარისკაცებს, მაგრამ წუხანდელ შეტაკებას მიიჩნევენ ყველაზე ინტენსიურად ბოლო კვირების დაპირისპირებებს შორის. სალეჰი, რომელიც 33 წელია, დგას იემენის ხელისუფლების სათავეში, არ აპირებს გადადგომას მის წინააღმდეგ რვა თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG