Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ელექტორატს აქვს არჩევანი


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უარყოფს, რომ გარანტირებული აქვს გამარჯვება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ თემაზე პუტინი ლაპარაკობს ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტებიც აჩვენეს წამყვანმა ტელეარხებმა. ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს საღამოს აჩვენებენ. პუტინის თქმით, „რიგით მოქალაქეს ყოველთვის აქვს არჩევანი“. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მიმდინარე წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. მისი აზრით, საჭიროა, რომ პარტია ერთიანი რუსეთი ამ კენჭისყრის შემდეგაც დარჩეს დომინანტური პოლიტიკური ძალა.
XS
SM
MD
LG