Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი სერბიასა და კოსოვოს მოუწოდებს სასაზღვრო დავის მოგვარებისაკენ


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, სერბიასა და კოსოვოს მოუწოდა, მოაგვარონ დავა საზღვრის გარშემო. მისი განცხადებით, საზღვრის ბლოკადა დაუშვებელია და უთანხმოება დიალოგის მეშვეობით უნდა მოგვარდეს. ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს რამდენიმე კვირაა, გადაკეტილი აქვთ სერბიასთან საზღვრის ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტისაკენ მიმავალი მთავარი გზები. მათ ბლოკადა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს დაპირისპირებაში გადაიზარდა ვაჭრობის საკითხზე დავა. მრავალეროვანმა სამშვიდობო ძალებმა, რომლებიც ნატოს სარდლობით მოქმედებენ კოსოვოში, ეთნიკურ სერბებს სამშაბათამდე მისცეს დრო, გზებზე ბლოკადის მოსახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამშაბათსვე აპირებენ საქმეში ჩარევას. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც მან 2008 წელს ცალმხრივი წესით გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG