Accessibility links

ირანი მზად არის, განიხილოს შეთქმულების ბრალდება, რომელსაც მას აშშ უყენებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ირანი მზად არის, შეისწავლოს ინფორმაცია, რომელსაც ემყარება შეერთებული შტატების ბრალდება, რომ ირანი ამზადებდა შეთქმულებას ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოსაკლავად. ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, შეისწავლოს „ნებისმიერი საკითხი, თუნდაც შეთითხნილი“ ბრალდება და შეერთებულ შტატებს მიმართავს თხოვნით, თეირანს მიაწოდოს ინფორმაცია ბრალდების გასამყარებლად. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელიც ირანში შეერთებული შტატების ინტერესებს იცავს, ირანის საგარეო უწყება მოითხოვს ასევე საკონსულო სამსახურის კონტაქტს პირთან, რომელიც სახელდება შეთქმულების მთავარ მონაწილედ. ეს პირი - მანსორ არბაბსიარი, რომელიც ირანისა და შეერთებული შტატების მოქალაქეა - სექტემბერში დააკავეს ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლის მზადებაში ბრალდების საფუძველზე. ირანის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ კავშირს ამ შეთქმულებასთან და ბრალდებას მიიჩნევენ ვაშინგტონის მცდელობად, მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემებიდან სხვა საკითხზე გადაიტანოს ყურადღება.
XS
SM
MD
LG