Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ დაიწყო სატრანსპორტო ვაუჩერის დარიგება


თბილისის მერიამ დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის დარიგება დაიწყო. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც თანამოქალაქეებისთვის სიახლის გასაცნობად დღეს მეტროს სადგურ "ავლაბარში" იმყოფებოდა, განმარტა, რომ ხუთლარიან ვაუჩერს მიიღებს ყველა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 17 ოქტომბრამდე ერთხელ მაინც გადაიხადა სატრანსპორტო ბარათით. ამ ბარათზე 5 ლარის ჩარიცხვას მოქალაქეები 1 იანვრამდე შეძლებენ მეტროს ნებისმიერი სადგურის სალაროში.
XS
SM
MD
LG