Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო: რუსეთი საკუთარ ბაზარზე ქართული ღვინის არარსებობას მშვიდად გადაიტანს


რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს ქართული ღვინის მწარმოებელთა ცვალებადი პოზიცია აღიზიანებს - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს დღეს თავად გენადი ონიშჩენკომ განუცხადა. მისივე თქმით, ქართველმა მწარმოებლებმა რუსული ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდების განახლების სურვილი გამოთქვეს, რასაც ”როსპოტრებნადზორმა” მათი განაცხადის განხილვის მზადყოფნით უპასუხა. ”თუმცა, მას შემდეგ, რაც ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან ახალი ისტერია დაიწყო, ბიზნესმენები ამბობენ, რომ რუსული ბაზარი არ სჭირდებათ”, - აღნიშნა ონიშჩენკომ. მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ ბაზარზე ქართული ღვინის არარსებობას მშვიდად გადაიტანს.
XS
SM
MD
LG