Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და აშშ-ის კონსულტაცია ევროპის უსაფრთხოების შესახებ


თბილისში საქართველოსა და აშშ-ის კონსულტაცია მიმდინარეობს. მის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ კონსულტაციის თემაა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გარშემო არსებული სიტუაცია და ევროპის უსაფრთხოება. აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე როუზ გიუტ მიულერი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG