Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: აშშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებს


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ აშშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებს. ”ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც საქართველოა, მიიღო ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალებისა და უპირველესად, ლეიბორისტული პარტიის მოსვლის არდასაშვებად”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს უწოდა "სოროსი 2 ქართული გვარით.” ლეიბორისტთა ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლით ძალაუფლება შეუნარჩუნდება მმართველ ელიტას და საგარეო პოლიტიკა დარჩება ნატოსა და აშშ-ზე ორიენტირებული, რაც გამორიცხავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას და გააღრმავებს საქართველოს დაშლის პროცესს.
XS
SM
MD
LG