Accessibility links

logo-print

დაიწყო ბიძინა ივანიშვილისთვის რუსეთის მოქალაქობის შეწყვეტის პროცედურა


დღეს დილიდან დაიწყო პროცედურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად, მისთვის რუსეთის მოქალაქობის შეწყვეტას შეეხება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ბიზნესმენის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ. მისი განმარტებით, მოქალაქეობის შესაწყვეტად საკმარისი არ არის მხოლოდ რუსეთის საკონსულოსთვის პასპორტის ჩაბარება და აუცილებელია სხვადასახვა უწყებიდან გამოთხოვნილი მონაცემების წარდგენაც. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ყველა დოკუმენტი ამ კვირაში შეგროვდება და მათთან ერთად საკონსულოს ჩაბარდება ბიძინა ივანიშვილის პასპორტი, რის შემდეგაც მას რუსეთის მოქალაქობა შეუწყდება. ეკა ბესელიას ცნობითვე, ამ კვირაში სასამართლოს წარედგინება სარჩელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით. ამ აქტის შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქობა შეუწყდათ.
XS
SM
MD
LG