Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმებისაკენ მოუწოდებს ბელორუსიას


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინოს რეფორმებისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება, თუ სურს სავალუტო ფონდისაგან კრედიტის მიღება. ამ შინაარსის განცხადება დღეს, ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, კრის ჯარვისმა. ბელორუსიამ სავალუტო ფონდს მიმართა ქვეყნისთვის 7 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფის თხოვნით. ჯარვისის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ არ მისულა იმ ეტაპამდე, როცა განიხილავენ, თუ რა მოცულობის კრედიტი შეიძლება გასცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. მისი თქმით, მინსკმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმებზე, მოახდინოს ობიექტების პრივატიზაცია და ფასების ლიბერალიზაცია. ბელორუსია მოცულია 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომის პერიოდის უმწვავესი ეკონომიკური კრიზისით.
XS
SM
MD
LG