Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი და იანუკოვიჩი ენერგეტიკაზე იმსჯელებენ


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უკრაინას ეწვია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ენერგეტიკის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრას ქალაქი დონეცკი მასპინძლობს. იანუკოვიჩს წინასწარ აქვს ნათქვამი, რომ რუსეთს მოუწოდებს უკრაინაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიაფებისაკენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინას გაზი გაუიაფოს, თუ უკრაინა ნაწილობრივ დათმობს კონტროლს მილსადენების ქსელზე. წარსულში კიევი უარს ამბობდა ამ საკითხში კომპრომისზე და უპირატესობას ანიჭებდა ევროკავშირთან კავშირის განმტკიცებას. მაგრამ ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოსათვის გასულ კვირაში გამოტანილმა განაჩენმა - მისთვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯამ - სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია ევროკავშირთან კიევის ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG