Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს ურმას პაეტი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა. შეხვედრის თაობაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაეტმა და ბოკერიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ურმას პაეტმა დაადასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს. წარმატების წინაპირობად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის მოლაპარაკების გაგრძელება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ურმას პაეტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის მეთვალყურეთა ყოფნა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა. თბილისში ვიზიტისას ურმას პაეტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს.
XS
SM
MD
LG