Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით”


ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს - ამის შესახებ რადიო "პალიტრას" განუცხადა ბიზნესმენის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბიგვავამ. მისი თქმით, გასავლელია ყველა იურიდიული საფეხური, სასამართლოში სარჩელის შეტანა კი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქის პასპორტიც ჩააბაროს და საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართოს. ბიგვავამ აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, თხოვნის უარყოფის საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG