Accessibility links

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონიერად აფასებს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას კანონიერ გადაწყვეტილებად აფასებს. ”არ ვაპირებთ, რომ ვრცელი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივ ნიუანსებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და მიღებულია იუსტიციის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე” - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება წარადგინოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განაცხადი.
XS
SM
MD
LG