Accessibility links

logo-print

ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას „აგრესიულ“ და „კრიმინალურ“ ქმედებაში ადანაშაულებს


„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელშიც ვკითხულობთ: "2011 წლის 18 ოქტომბერს, დღის 17 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ „ქართუზე", რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „საქართველოს ბანკის" ოფისიდან გამოსული ბანკ „ქართუს" ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეც-დანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც "იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკ „ქართუს" 6 თანამშრომელი, წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ამ ბანკის კუთვნილი დიდძალი თანხა“. ტრიპოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისაგან უკანონოდ დაკავებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი „ქართუს" მიტაცებული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG