Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაიწყო ოპერაცია ჰაკანის ქსელის წინააღმდეგ


ავღანეთის მთავრობის ჯარებმა და ნატოს ძალებმა დაიწყეს იერიშები ალ-ყაიდის მოკავშირე ქსელის, ჰაკანის წინააღმდეგ პაკისტანის მოსაზღვრე რაიონებში. ავღანეთის თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ ვარდაკის განცხადებით, ოპერაცია 16 ოქტომბერს დაიწყო. აშშ ჰაკანის ქსელს აკისრებს პასუხისმგებლობას ქაბულში აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ იერიშზე, რომელიც სექტემბერში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG