Accessibility links

კოსოვოში არ შესრულდა ნატოს მოთხოვნა ბარიკადების აღების შესახებ


კოსოვოს მკვიდრმა ეთნიკურმა სერბებმა არ შეასრულეს ნატოს სამშვიდობო ჯარების მოთხოვნა, აეღოთ ბარიკადები, რომლებითაც გადაკეტილია სერბიასთან საზღვრისაკენ მიმავალი გზები. ბლოკადა ივლისში დაიწყო სერბიასთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარშემო უთანხმოების გამო. ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვანმა სამშვიდობო ძალებმა სერბებს დღემდე მისცეს ვადა გზების გასახსნელად. გზები 16 ადგილას არის გადაკეტილი ქვებითა და მორებით. დღეს იქ ასობით სერბი მივიდა ბლოკადის ცოცხალი ძალით გასაძლიერებლად. ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრ ეთნიკურ სერბებს ივლისიდან აქვთ ჩაკეტილი ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტისაკენ მიმავალი გზები, რათა არ დაუშვან მათზე კონტროლის დამყარება კოსოვოს ხელისუფლების მიერ. სერბები არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG