Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: შსს ივანიშვილის დაცვის უფროსისგან განიარაღებას მოითხოვს


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენის დაცვის უფროსს განიარაღება მოსთხოვა. ბესელიას სიტყვებზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ დაცვის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მირიან ბაიდაშვილი და მას, სამსახურის სხვა წევრებთან ერთად, დეპარტამენტში მისვლა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. ბესელიას თქმით, ბაიდაშვილმა ბრძანების გამცემი პირი, მისი საფუძველი ან მოტივი ვერ დაასახელა. შსს-ს ამასთან დაკავშირებით ცნობა კომენტარი არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG