Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებული პალესტინელების ნაწილი ისრაელიდან თურქეთში ჩაიყვანეს


ისრაელსა და პალესტინას შორის პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული 11 პირი დღეს თურქეთში ჩავიდა. პატიმართა გაცვლის შედეგად, პალესტინაში ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ისრაელში დაბრუნდა ისრაელი სამხედრო გილად შალითი. გათავისუფლებული პალესტინელების ნაწილი - დაახლოებით, 40 ადამიანი ისრაელიდან თურქეთში, სირიასა და ყატარში უნდა გაემგზავრებინათ. დღეს კერძო თვითმფრინავით 10 პალესტინელი კაცი და ერთი კაიროელი ქალი თურქეთის დედაქალაქში ჩაიყვანეს, სადაც მათ თურქეთში პალესტინის ელჩი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
XS
SM
MD
LG