Accessibility links

logo-print

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო


საბერძნეთში 48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. გადადებულია ავიარეისები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია საავადმყოფოები, სკოლები, მაღაზიები. პროფკავშირები მთავრობის ახალი ეკონომიურ პაკეტს აპროტესტებენ. ის პარლამენტმა ხუთშაბათს უნდა განიხილოს. ათენის ქუჩებში პოლიციის დამატებითი ძალებია გამოყვანილი, დაბლოკილია პარლამენტისკენ მიმავალი გზა. ქალაქის ცენტრში მეტროს ყველა სადგური დაკეტილია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ მმართველი პარტიის წევრ დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ზომებს და ქვეყანაში არსებული ვითარება საომარს შეადარა. ეკონომიის ახალი ზომები გულისხმობს სახელმწიფო და სოციალური სექტორში ხარჯების შემცირებას, აგრეთვე გადასახადების გაზრდას. ეს არის საბერძნეთისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიწოდების მთავარი პირობები.
XS
SM
MD
LG