Accessibility links

logo-print

თურქეთში მოკლეს 26 ჯარისკაცი და პოლიციელი


თურქეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 26 თურქი ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა, სავარაუდოდ, ქურთი მეამბოხეების თავდასხმების შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრმა ექსტრემისტებმა იერიშები მოაწყეს სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების რამდენიმე ობიექტზე სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ერაყთან საზღვრის მახლობლად. დაჭრილია 16 ჯარისკაცი. მედია იუწყება ასევე, რომ თურქმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში, სადაც მეამბოხეების კვალს გაჰყვნენ. თურქ ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ ეს ცნობა, მაგრამ იუწყებიან, რომ რეგიონში გაემგზავრნენ თურქეთის არმიის მთავარსარდალი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ხოლო პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააუქმა ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტი. თურქეთს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტია.
XS
SM
MD
LG