Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი აკრიტიკებს რუსეთის განცხადებებს ტრანსკასპიურ გაზსადენზე


თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აკრიტიკებს რუსეთის პოზიციას ევროკავშირთან თურქმენეთის თანამშრომლობის საკითხში. განცხადებაში გაკრიტიკებულია რუსი ოფიციალური პირების შეფასებები თურქმენეთის გეგმაზე, ევროპას მიჰყიდოს ბუნებრივი აირი, რაც ითვალისწინებს ტრანსკასპიური მილსადენის გაყვანასაც. ევროკავშირმა სექტემბრის დასაწყისში დაავალა ევროკომისიას ასეთ მილსადენზე აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებების დაჩქარება. ამის შემდეგ რუსმა ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მოსკოვი წინააღმდეგობას გაუწევს მილსადენის გაყვანას, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის მოუგვარებლობის გამო. სტატუსის საკითხი კვლავაც დავას იწვევს კასპიის ზღვის მიმდებარე ხუთ ქვეყანას შორის. ევროკავშირი აცხადებს, რომ მილსადენი გაივლის მარტო აზერბაიჯანისა და თურქმენეთის კუთვნილ სექტორებში, რის გამოც საჭირო არ არის კასპიის ზღვის ყველა მიმდებარე სახელმწიფოს თანხმობა.
XS
SM
MD
LG