Accessibility links

logo-print

დსთ-ის საბაჟო კავშირი გაწევრიანებას სთავაზობს ყირგიზეთს


რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირში მეოთხე წევრად მიიღონ ყირგიზეთი. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ომურბეკ ბაბანოვის განცხადებით, გადაწყვეტილება ყირგიზეთის გაწევრიანების შესახებ მიიღეს დღეს, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე. მალე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საბაჟო კავშირში ყირგიზეთის შესვლის საკითხზე. ამ გაერთიანებაში გაწევრიანების ინტერესს გამოთქვამს ტაჯიკეთიც.
XS
SM
MD
LG