Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბერნსი: აშშ მოელის 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემას


აშშ 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემას მოელის - ამის შესახებ, როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა განაცხადა თბილისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სამი მედიასაშუალების - გაზეთ "რეზონანსის", სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მედია სახლ "პალიტრის” წარმომადგენლები. ”პალიტრის” კუთვნილ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მოჰყავს ბერნსის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ეცდება ყველაფერი გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას და კანონის უზენაესობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ამავე სააგენტოს ცნობით, ბერნსმა მოუწოდა საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა.
XS
SM
MD
LG