Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი დღეს თბილისში შეხვდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნული ფორუმის, რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ უილიამ ბერნსს ესაუბრა ”საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების მოცილების რეალურად ავტორიტარულ მეთოდებზე, რომლის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო ექსტრემიზმის ფაქტები.” თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ინფორმაციით, საუბარი შეეხო არჩევნებსაც. ალასანიას თქმით, ”მომავალი არჩევნების რეალურად კონკურენტულ და ნორმალურ გარემოში ჩატარება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეერთებული შტატებისთვის პირველი პრიორიტეტია.”
XS
SM
MD
LG